აპატურეი სოხუმსა და მოსკოვს შორის დადებულ შეთანხმებას ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 10:55 | 25.11.2016
ნანახია: 1349

რუსეთის ფედერაციასა და დეფაქტო  აფხაზეთს   შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული დოკუმენტი  მოქმედ საერთაშორისო  შეთანხმებას არ წარმოადგენს  და ის  საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ  კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. მისივე თქმით,  დეფაქტო სოხუმთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ე.წ. შეთანხმების გაფორმებით რუსეთი 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს აღრვევს. ჯეიმს აპატურაიმ ყურადღება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე გაამახვილა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი  და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე