საქართველოს პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად იყოს წარმოდგენილი

საქართველო, თბილისი - 18:35 | 24.11.2016
ნანახია: 1305

საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ამერიკის საკითხებში ალან დუკანს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადა საოკუპაციო ხაზის მონახულებისათვის. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა,მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად იყოს წარმოდგენილი.

„შეხვედრისას განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე იმ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც შემდგომშიხელს შეუწყობს ბრიტანეთის უფრო მეტ ჩართულობას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზფხალაძემ.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ასევე, ისეთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, როგორიცაა „ვორდროპის" დიალოგი, რომელიც  ორ ქვეყანას შორის შემდგომიურთიერთობების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე