საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:26 | 24.11.2016
ნანახია: 1323

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შოთა გვენეტაძეს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა.

შეხვედრისას კანდიდატებმა პრეზიდენტს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები და ხედვები გააცნეს.

კანდიდატურებთან შეხვედრისა და მათი დეტალურად განხილვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩილმესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიას და რობერტ სინგლეტარის პარლამენტისათვის წარდგენასთან დაკავშირებით.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე