პრეზიდენტმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ლაშა ტალახაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 15:46 | 24.11.2016
ნანახია: 1413

საქართველოს პრეზიდენტმა რიო 2016-ის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები თავისუფალი სტილის ჭიდაობაში და ძალოსნობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ლაშა  ტალახაძე ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებისა და საქართველოს  წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

ჯილდოები სპორტსმენებს დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინაში XXXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონების ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და ლაშა ტალახაძის სახელობითი ვარსკვლავების საზეიმო გახსნაზე გადასცა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე