საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა
საქართველო, თბილისი - 14:46 | 22.10.2015 ნანახია: 2090
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, აგრეთვე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომა ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ-გოჩა ბაბუნაშვილმა გახსნა.
კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებმაც თბილისში საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების მოვლა-შენახვის ექსპლოატაციის, აგრეთვე ზოგიერთ რაიონში სხვადასხვა კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისა და შესაბამისი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების საჭიროებებზე დეტალურად ისაუბრეს.
გაერთიანებული კომისიების სხდომას მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, რომლებმაც დეპუტატებს განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტები, ასევე აღნიშნული გეგმების კორექტირებული ვარიანტები და დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს. დეპუტატებმა ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე კომისიების წევრებმა, სამგორის რაიონის მოსახლეობის წერილი განიხილეს, რომელიც დეპუტატებს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, შორენა ბუხრაშვილმა გააცნო.
მისი განცხადებით, სამგორის რაიონის მოსახლეობამ საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიას წერილობით მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს მიმართა.
სხდომას, დეპუტატებისა და მოწვეული სტუმრების გარდა, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს წარმომადგენელი და სამგორის რაიონის მოსახლეობაც დაესწრო.სამგორის რაიონის მაცხოვრებელთა თქმით, ე.წ კაიროს დასახლებაში ეკოლოგიურად არასახარბიელო ვითარება, საკანალიზაციო სისტემის არარსებობამ და კუსტარული საკანალიზაციო ჭებით სარგებლობამ განაპირობა. მათივე განმარტებით, რაიონში არსებული სხვა სახის პრობლემებიც, როგორსაც კეთილმოწყობასთან დაკავშირებული სირთულეები და სხვა სახის პრობლემები წარმოადგენს, პირდაპირ კავშირშია აღნიშნულთან. სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა-ლია ჯახველაძემ, ამავე რაიონის გამგებელთან-მამუკა ჩოქურთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად აღნიშნული პრობლემის განსახორციელებლად კონკრეტული გზები დასახეს და მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას შეპირდნენ.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















