რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევისას 60 წლამდე ქალბატონი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 15:11 | 23.11.2016
ნანახია: 1590

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაახლოებით 13:00 საათზე მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდზე ერთმანეთს „სუბარუს“ და „მერსედასის“ მარკის მსუბუქი ავტომობილები დაეჯახნენ, ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

ავარიის შედეგად 60 წლამდე ქალი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის, გიზო ლემონჯვას, განცხადებით ქალბატონს შუბლის არეში მარცხენა მხარეს სისხლდენის ზედაპირული ნაკაწრი ჭრილობები და მუხლის არეში მარცხენა მხარეს აღენიშნება ნაჭდევი. პაციენტი აღნიშნავს ტკივილს გულმკერდის მარცხენა მხარეს, თუმცა გარეგნულად დაზიანება არ ჩანს.

ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე