უსუფაშვილი: უარი უნდა ვთქვათ - ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებასა თუ გამართლებაზე

საქართველო, თბილისი - 14:29 | 22.10.2015
ნანახია: 2135

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიიცნევს, რომ აუცილებლია უარი ეთქვას ნებისმიერი სახის ძალადობის პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებას,- ამის შესახებ განცხადებს დავით უსუფაშვილი"ფეისბუქიზე" წერს

 "ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა თუ ოპოზიციონერმა, ცალსახად და უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ:

 ა) ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებასათუ გამართლებაზე;

ბ) ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს, პოლიციის და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებისადმი.
მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ჩემი მხრიდან თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის", -ნათქვმია გავრცელებულ განცხადებაში




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე