პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის მოწვევის თარიღი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 15:34 | 22.11.2016
ნანახია: 1400

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის მოწვევის თარიღი დაასახელა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 28 ნოემბერს დანიშნა.

მისივე თქმით, აღნიშნული განკარგულება კონტრასიგნაციისთვის საქართველოს მთავრობას დღეს გადაეგზავნება.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე