პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა

საქართველო, თბილისი - 12:02 | 22.11.2016
ნანახია: 1354

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გადააყენა და ამავე თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი ვლადიმერჩაჩიბაია დანიშნა.

ორივე განკარგულება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა. განკარგულებებში აღნიშნულია, რომ  საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილებები საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიიღო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე