საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 21 ნოემბერს დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 10:33 | 21.11.2016
ნანახია: 1332

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2016 წლის 21 ნოემბერს 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში (თბილისი, მ.აბდუშელიშვილის ქ.1) გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია:

  1. სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა

მომხსენებელი - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია

  1. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხის განხილვა

მომხსენებელი - შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე

  1. თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხის განხილვა

მომხსენებელი - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია

  1. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესის განხილვა

მომხსენებელი - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია

  1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებისა და ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის განხილვა

მომხსენებლები - საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე