„პრეზიდენტი დირექტორივით გველაპარკება და თითს გვიქნევს“ - სალომე ზურაბიშვილის შეფასება პრეზიდენტის გამოსვლაზე

საქართველო, თბილისი - 14:02 | 18.11.2016
ნანახია: 1435

პრეზიდენტის დღევანდელმა ტონმა ცოტა გამაოცა და არ ვთვლი, რომ ეს იყო თანამშრომლობის ტონი. დღეს დილით მქონდა განწყობა, რომ სკოლაში შევდიოდი. ეს განწყობა გაამძაფრა პრეზიდენტმა, რომელიც დირექტორივით გველაპარაკება და თითს გვიქნევს, - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა და ინიციატივები პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მთაწმინდის მაჟორიტარმა სალომე ზურაბიშვილმა.

„პრეზიდენტის გამოსვლა კარგი იყო. მან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. თუმცა, რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, არა მგონია, ამ მხრივ პრობლემა იყოს. ეს ზოგადად მოძველებული საკითხია. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა საერთოდ არ ისაუბრა ემიგრანტებზე, რომლებიც მილიონზე მეტია და საზღვარგარეთ ცხოვრობენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე