უკრაინიდან თურქეთში 340-ზე მეტი თურქი-მესხი გადასახლდა

საქართველო, თბილისი - 12:51 | 18.11.2016
ნანახია: 1479

341 თურქი-მესხი უკრაინიდან თურქეთის აღმოსავლეთით ერზინჯანის პროვინციაში გადასახლდა. მათი ჩასახლება თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის დავალებით ხორციელდება. მანამდე 1200-ზე მეტი თურქი-მესხი ამავე პროვინციის უზუმლიუს რაიონში ჩასახლდა.

თურქი-მესხები საქართველოდან უზბეკეთში 1944 წელს გადაასახლეს. 1989 წელს ადგილობრივებთან დაპირსპირების შემდგე მათი უმეტესობა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონში გაიფანტა. დღეს უკრაინში 7 ათასამდე თურქი-მესხი ცხოვრობს.

თურქეთი ახორციელებს  იმიგრანტების მიღების პროგრამას. მათ ძირითადად ქვეყნის ღარიბ რაიონებში ასახლებენ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე