პრეზიდენტი: სასამართლო სისტემის გაჯანსაღება არის ახალი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა

საქართველო, თბილისი - 12:48 | 18.11.2016
ნანახია: 1571

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს წინადადებით მიმართავს და მოუწოდებს მართლმსაჯულების სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ასოცირების შეთანხმების სულისკვეთებიდანდა მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოში ევროკავშირის სპეციალური დროებითი მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მისია მოიწვიოს.

აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას ქუთაისში გააკეთა.

„ბალანსისა და გაწონასწორების სისტემაზე საუბარი აზრს მოკლებულია, თუ სასამართლო არ იქნება პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება არის ახალი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე