უცნობმა პირებმა ბავშვის დაბადების დღის აღსანიშნავ ზეიმზე ცეცხლი გახსნეს

საქართველო, თბილისი - 12:06 | 18.11.2016
ნანახია: 1576

შეიარაღებული უცნობი პირები ორი წლის ბავშვის დაბადების დღის აღსანიშნავ ზეიმს თავს დაესხნენ. ბავშვის დედა დაიღუპა, სულ მცირე 7 ადამიანი კი დაიჭრა. ტელეარხ WMCA-ს ინფორმაციით, ინციდენტი ამერიკის ტენესის შტატის ქალაქ დაიერსბერგში მოხდა. დაჭრილები, რომელთა შორის 6 წლის ბავშიც იყო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. უსაფრთხოების მიზნით საავადმყოფოს პოლიციელები იცავენ.

მეზობლების ვარაუდით, სროლა ადგილობრივ კრიმინალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების შედეგად მოხდა.

სამართალდამცველები ბოროტმოქმედებს ეძებენ, მათი თქმით, დანაშაული სამმა თავდამსხმელმა ჩაიდინა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე