ვარშალომიძე დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს

საქართველო, თბილისი - 14:11 | 17.11.2016
ნანახია: 1476

ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში არ შედის. გადაწყვეტილება აჭარის ყოფილმა ლიდერმა უსკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა.

ვარშალომიძის განცხადებით ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი პოლიტიკიდან მიდის. ვარშალომიძე არც აჭარის დატოვებას აპირებს და მოსახლეობასთან ინტენსიურ კომუნიკაციას გეგმავს. ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტაცია უმაღლეს საბჭოში იმუშავებს.

პარტია 5 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. პარტიული სიიდან ვარშალომიძის გასვლის შემდეგ მის ადგილს სიის მეექვსე ნომერი ასმათ დიასამიძე იკავებს.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე