პოროშენკო სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს

საქართველო, თბილისი - 11:44 | 17.11.2016
ნანახია: 1705

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის თავის გვერდზე წერს, რომ,  პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს. სააკაშვილი თავის ინფორმირებულ წყაროს ეყრდნობა და წერს, რომ პოროშენკომ უმაღლესი რადის დეპუტატებს იგორ კონონენკოსა და ალექსანდრ გრანოვსკის სასამართლოს გზით მისი მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის გადაწყვეტა დაავალა.   

”საერთაშორისო სამართალი და უკრაინის კანონმდებლობა კრძალავს მოქალაქეობის ჩამორთმევას უკრაინის მოქალაქეებისთვის, თუ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნიათ... ამ გადაწყვეტილებას საერთო არაფერი ექნება სამართალთან და ჩემსა და და ჩემი მრავალათასიანი გუნდის სიმტკიცეს კიდევ  უფრო გაამყარეებს, რათა სრულ გამარჯვებამდე ბოლომდე ვიბრძოლოთ”, - წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი 7 ნოემბერს დატოვა. მან პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი კლანის მფარველობაში დაადანაშაულა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე