ქვეყნის ინტერესებშია დავამარცხოთ ივანიშვილი - ელენე ხოშტარია

საქართველო, თბილისი - 16:10 | 16.11.2016
ნანახია: 1739

ელენე ხოშტარია თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა პარტიის სამომავლოდ საქმიანობის გაგრძელებას მოჰყვა.

„აზრთა სხვადასხვაობა ჩვენს შორის იყო იმაზე თუ რა გზით უნდა წასულიყო პარტია - საპარლამენტო გზით, თუ ქუჩის და რევოლუციის გზით. მიგვაჩნია, რომ სწორედ ჩვენი ამომრჩევლების, ქვეყნის ინტერესებშია დავამარცხოთ ივანიშვილი. წავიდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს იყო განსხვავება და ის, რაზეც ვკამათობთ პარტიაში.

ჩვენმა აქტივმა დიდი ძალისხმევის ფასად იმუშავეს არჩევნებზე, მიუხედავად იმისა რომ არჩევნები არ ასახავს ქვეყნის ნებას, მიგვაჩნია, რომ სწორია საპარლამენტო ბრძოლა. ამ გზით ჩვენ დავაგროვებთ ამომრჩეველთა იმ რაოდენობას, რომ ივანიშვილის ბინძური მეთოდები ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს", აცხადებს ხოშტარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე