ორი წლის ბავშვმა ერთი წლის ბავშვს სახეში ესროლა

საქართველო, თბილისი - 13:10 | 16.11.2016
ნანახია: 1740

ამერიკის ლუიზიანას შტატის ქალაქ ბატონ-რუჟში ორი წლის ბავშვმა ერთი წლის ბავშვს სახეში ესროლა.

Associated Press-ის ინფორმაციით, დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. პოლიციელთა თქმით, ინციდენტი სავაჭრო ცენტრთან პარკირებულ ავტომობილში მოხდა. მანქანის გვერდით იმყოფებოდა ორი ზრდასრული ადამიანი. სამართალდამცველები არკვევენ თუ როგორ მოხვდა ბავშვის ხელში იარაღი.

მცირეწლოვნების სქესი არ სახელდება. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ ისინი ახლო ნათესავები იყვნენ. სააგენტოს ცნობით, დაჭრილი ბავშვი მშობლებმა საავადმყოფოში თავად წაიყვანეს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე