31 დეკემბერს, „გირჩის“ წევრები, პირადპირ ეთერში, საჯაროდ დავრგავთ მარიხუანას - ზურაბ ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 12:51 | 16.11.2016
ნანახია: 1671

ნარკოპოლიტიკის საკითხზე პოლიტიკურ გაერთინება "გირჩში" ბრიფინგი გაიმართა. ზურა ჯაფარიძემ პარლამენტსა და მთავრობას მიმართა.

„მოვითხოვთ, ახალმა მთავრობამ ახალ წლამდე შეცვალოს ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. მარიხუანას და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება გახდეს სრულად ლეგალიზებული ერთი მხრივ და, მეორე მხრივ, მარიხუანას კულტივირება და შენახვა პირადი მოხმარებისთვის იყოს სრულად ლეგალიზებული. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, 2016 წლის 31 დეკემბერს, 23:59 საათზე, ჩვენ „გირჩის“ წევრები, „გირჩის“ ოფისში, პირადპირ ეთერში, ყველას დასანახად, საჯაროდ, ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად დავრგავთ მარიხუანას. ჩვენ გვესმის, რომ დავარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს, რომელიც 6-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური აქტი და პოლიტიკური ბრძოლის კონკრეტული გზა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე