პიცერიის მომხმარებელმა ერთი მძარცველი მოკლა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 16.11.2016
ნანახია: 1593

პიცერიის შეიარაღებულმა მომხმარებელმა ერთი მძარცველი მოკლა, მეორე კი დაჭრა. ინციდენტი ამერიკის პენსილვანიის შტატის ქალაქ ლევიტაუნში მოხდა.

ტელეარხ  NBC-ის ცნობით, ორი შეიარაღებული მძარცველი პიცერია Porfirio's-ში ძარცვის მიზნით შევიდა, იმ დროს პიცერიაში ორი თანამშრომელი და ერთი მომხმარებელი იმყოფებოდა. სავარაუდოდ მძარცველებმა პიცერიის კლიენტს პისტოლეტი ჩაარტყეს, რის შემდეგაც მან ცეცხლი გახსნა და ერთ-ერთი მძარცველი მოკლა, მისი თანამზრახველი კი დაჭრა.

მომხმარენლის პისტოლეტი რეგისტრირებული იყო, თუმცა ჰქონდა თუ არა მას იარაღის ტარების უფლება, უცნობია.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე