ოკლაჰომელი მსროლელი გარდაცვლილი იპოვნეს

საქართველო, თბილისი - 10:41 | 16.11.2016
ნანახია: 1621

მამაკაცი, რომელმაც ოკლაჰომას აეროპორტში სროლა განახორციელა პიკაპის ტიპის ავტომობილში გარდაცვლილი იპოვნეს.

თავდასხმას ავიაკომპანია Southwest Airlines-ის თანამშრომელი 52 წლის მაიკლ ვინჩესტერი ემსხვერპლა.

ოკლაჰომას პოლიციის უფროსის თქმით, სროლა დაგეგმილ აქტს ჰგავდა, თუმცა თავდამსხმელის მოტივები და ვინაობა ამ დროისათვის დადგენილი არ არის.

საერთაშორისო ტერმინალზე მომხდარი სროლის შემდეგ  ოკლაჰომას აეროპორტი რამდენიმე საათით დახურული იყო. ამ დროის განმავლობაში ავიაკომპანიას 25 რეისის გადადება მოუხდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე