პრეზიდენტი უგულავას შეწყალებას არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 15:09 | 15.11.2016
ნანახია: 1373

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას შეწყალებას არ აპირებს. ამის შესახებ ეკატერინე მიშველაძემ შესაბამისი კითხვის პასუხად ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. 

„ამ კითხვას პრეზიდენტმა დაახლოებით ერთი წლის წინ უკვე გასცა პასუხი, როდესაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა მას მიმართა შესაბამისი წერილით. ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა პრეზიდენტის პოზიციაში. შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს სამართალწარმოებას და არანაირად არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რომელიმე მსჯავრდებულს ჩააყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში“, - განაცხადა მიშველაძემ. 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე