პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმას ჩამოაყალიბებენ

საქართველო, თბილისი - 15:01 | 15.11.2016
ნანახია: 1500

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი, მოკლე დროში შეძლებენ ჩამოაყალიბონ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის  სამოქმედო გეგმა. ამის შესახებ ეკატერინე მიშველაძემ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს საჭიროა სწრაფი, ეფექტიანი და ზოგჯერ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმაც კი, იმისათვის, რომ მოსახლეობის სოციალურ პირობებს საფრთხე არ შეექმნას.

„ლარის კურსის ცვალებადობა, რომელიც,  პირველ რიგში, პრობლემებს უქმნის მოსახლეობას და შესაბამისად დღეს ეს არის ის პრიორიტეტული თემა, რომელზეც ზრუნვა ხელისუფლების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს. ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება საქართველოს მთავრობასთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან. გიორგი მარგველაშვილი  ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ შესაბამისი უწყებები პრობლემის გადასაჭრელად კოორდინირებულად მუშაობენ, რასაც პრეზიდენტი მიესალმება. საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი, მოკლე დროში შეძლებენ ჩამოაყალიბონ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის  სამოქმედო გეგმა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს საჭიროა სწრაფი, ეფექტიანი და ზოგჯერ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმაც კი, იმისათვის, რომ მოსახლეობის სოციალურ პირობებს საფრთხე არ შეექმნას“, - განაცხადა მიშველაძემ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე