ალეპოში კიდევ ერთი საავადმყოფო დაბომბეს

საქართველო, თბილისი - 14:32 | 15.11.2016
ნანახია: 1550

სირიის ქალაქ ალეპოში ბოლო 24 საათის განმავლობაში უკვე მესამე საავდმყოფო დაბომბეს. ამი შესახებ სირიის ადამიანის უფლებების ცენტრი იტყობინება.

უფლებადმცველების თქმით, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა ავიადარტყმების შედეგად სოფელ ავაიჯელში, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ.

მანამდე ალეპოს გარეუბანში ორი საავდმყოფო დაიბომბა. პაციენტების ნაწილი ავაიჯელში გადაიყვანეს, რომელიც ასევე ცეცხლის ქვეშ მოყვა.

თუ ვინ განახორციელა ავიადარტყმები, ორგანიზაციის წარმომადგენლები  არ აზუსტებენ, თუმცა მანამდე უფლებადამცველები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ავიადარტყმებს სირიისა და რუსეთის ავიაცია ახორციელებს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე