მთავრობის ახალი შემადგენლობა 19 ნოემბერს გახდება ცნობილი

საქართველო, თბილისი - 09:23 | 15.11.2016
ნანახია: 1360

მთავრობის ახალი შემადგენლობა 19 ნოემბერს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, განცხადებას მთავრობის შემადგენლობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.

„პრემიერი გააკეთებს განცხადებას, ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში და ვინ  - არა.  საქართველოში ყველაფერი ხდება ცნობილი და არც ეს დაიმალება, იქნება 19 რიცხვში. 19 რიცხვამდე ბევრი არაფერია დარჩენილი“,-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.  

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე