ჩემი უფლებამოსილება და მოტივაცია საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ძირეული ცვლილებები გამეტარებინა - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 18:33 | 14.11.2016
ნანახია: 1628

უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა. ხატია დეკანოიძემ ოფიციალური განცხადება სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ერთი წლის განმავლობაში საფუძველი ჩავუყარე ახალი ეროვნული პოლიციის მშენებლობას, თუმცა ჩემი უფლებამოსილება და მოტივაცია საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ძირეული ცვლილებები გამეტარებინა. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, პოსტი დავტოვო, თუმცა აუცილებელია უახლოეს ხანებში  პოლიციის ახალი ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად ღია და გამჭვირვალე კონკურსი ჩატარდეს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი გუნდის თითოეულ წევრს, თითოეულ პოლიციელს, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, საკუთარ მოვალეობას ბოლომდე ასრულებენ“, - განაცხადა დეკანოიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე