პოლონეთში ლეხ კაჩინსკის ცხედრის ექსგუმაცია ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 15:05 | 14.11.2016
ნანახია: 1686

პოლონეთის ხელისუფლება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ცხედრის ექსგუმაციას იწყებს. როგორც პოლონური მედია იუწყება, ექსგუმაცია ავიაკატასტროფის 83 მსხვერპლის ცხედრებს ჩაუტარდებათ. როგორც ვარაუდობენ, ცხედრების ექსპერტიზა ორ თვეს გაგრძელდება.

დღეს ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის მარიას ცხედრების ექსგუმაცია დაიწყება. რადიოსადგურ ”პოლონეთის რადიოს” ინფორმაციით, ცხედრებს ოთხი დღის განმავლობაში სპეციალისტების საერთაშორისო ჯგუფი შეისწავლის.

ექსპერტებმა უნდა შეამოწმონ  ვერსია თვითმფრინავის ბორტზე გაჩენილი ხანძრის შესახებ. აღნიშნულ ვერსიას პოლონეთის მმართველი პარტია ემხრობა.

კაჩინსკის თვითმფრინვმა კატასტროფა 2010 წლის აპრილში სმოლენსკში განიცადა. ბორტზე 96 ადამიანი იმყოფებოდა, მათაგან ცოცხალი არავინ გადარჩენილა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე