უცხოური მედია: ჰილარი კლინტონი ქმარს შორდება

საქართველო, თბილისი - 14:11 | 14.11.2016
ნანახია: 2254

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში დამარცხებული ჰილარი კლინტონი ქმარს შორდება. ამის შესახებ Christian Times Newspaper-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჰილარის ადვოკატებმა ნიუ-იორკის შტატის უმაღლეს სასამართლოს შესაბამისი დოკუმენტები 10 ნოემბერს გაუგზავნეს.

მოსარჩელე განქორწინების მიზეზად ”მიუღებელ უთანხმოებას” ასახელებს.

დოკუმენტების თანახმად, რომლებსაც გამოცემა გაეცნო, წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრებისა და ქონების გაყოფის შესახებ არჩევნებამდე შეთანხმდა.

აღსანიშნავია, რომ გაზეთ Huffington Post-ის ჟურნალისტებმა კოლეგების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრული ”ფეიკი” უწოდეს.

ჰილარიმ და ბილ კლინტონმა ერთმანეთი იელსის უნივერსიტეტში გაიცნეს. ორივე იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. ისინი 1975 წელს დაქორწინდნენ. კლინტონებს ერთი ქალიშვილი ჩელსი ჰყავთ, რომელიც ახლა 36 წლისაა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე