ტრამპი პრეზიდენტის ხელფასზე უარს ამბობს

საქართველო, თბილისი - 13:30 | 14.11.2016
ნანახია: 1486

 აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის ხელფასზე უარი თქვა. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

”არასდროს გამიკეთებია ამ თემაზე კომენტარი, მაგრამ პასუხია - არა”, - განაცხადა ტრამპმა, როდესაც მას პრეზიდენტის ხელფასის შესახებ ჰკითხეს.

”ვფიქრობ, რომ კანონით 1 დოლარი მეკუთვნის, ასე რომ წელიწადში ავიღებ 1 დოლარს”, -აღნიშნა მან. ტრამპმა თავის მხრივ იკითხა, თუ რამდენ დოლარს შეადგენდა პრეზიდენტის ხელფასი, როდესაც უთხრეს, რომ პრზეიდენტის შემოსავალი წელიწადში 400 00 დოლარია, მან კატეგორიული უარი განაცხადა კუთვნილ გასამრჯელოზე. ”არა, მე არ ავიღებ ხელფასს. არ ავიღებ”, - განაცხადა ტრამპმა.

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე