ნაღმზე შვიდსულიანი ოჯახი აფეთქდა

საქართველო, თბილისი - 11:26 | 10.11.2016
ნანახია: 1673

ავღანეთში ოჯახის შვიდი წევრი, მათ შორის სამი ბავშვი, ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება ყანდაღარის პროვინციაში მოხდა, როდესაც ოჯახი საქორწინო ცერემონიიდან ავტომობილით სახლში ბრუნდებოდა. ავღანეთში მოქმედ არცერთ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია.

ქვეყანაში ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან გამწვავდა. რადიკალურმა მოძრაობა ”თალიბანმა”, რომელიც ავღანეთის დასახლებული პუნქტების მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა მასშტაბური იერიში დაიწყო მსხვილი ქალაქების დასაკავებლად. ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე გაიზარდა ”ისლამური სახელმწიფოს” გავლენაც.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე