პუტინმა დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა

საქართველო, თბილისი - 16:03 | 09.11.2016
ნანახია: 1491

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა.

რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ-ამერიკული ურთიერთობების კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანისა და გლობალური პორბლემების დარეგულირების გზის პოვნის იმედი გამოთქვა.

რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის პოზიციების გათვალისწინების პრინციპებზე აგებული კონსტრუქციული დიალოგი  ორივე ქვეყნის მოსახლეობისა და მსოფლიო საზოგადოების ინტერესებს შეესაბამება.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე