მთავარმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას განცხადებაზე გამოძება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 20:38 | 21.10.2015
ნანახია: 1812

მთავარმა პროკურატურამ გვარამიას განცხადებაზე გამოძება დაიწყო. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მოწმის სახით დაკითხავენ:

"რუსთავი 2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ საჯარო განცხადების საფუძველზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 150-ე მუხლის ნაწილით, ასევე ჩვენს მიერ, შესაძლებლობის ფარგლებში, უმოკლეს ვადაიშ მოხდება გვარამიას მოწმის სახით დაბარება და დაკითხვა მომხდარის დეტალებში გარკვევის მიზნით", - აცხადებს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნათია სუხიაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე