აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები არჩევნების მიმდინარეობას თბილისიდან ადევნებენ თვალს

საქართველო, თბილისი - 10:32 | 09.11.2016
ნანახია: 1342

 შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები არჩევნების მიმდინარეობას “ქორთიარდ მარიოტში” ადევნებენ თვალს.

პირველი განცხადება არსებულ მონაცემებთან დაკავშირებით უკვე გააკეთა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ, თუმცა პროგნოზები ჯერჯერობით არ კეთდება.

„წლევანდელი არჩევნები ძალიან კონკურენტული იყო. შეერთებულ შტატებში არჩევნების სისტემა ძალიან კომპლექსურია. ეს არ არის უბრალოდ ეროვნული არჩევნები. ხმების დათვლა ყველა შტატში მიმდინარეობს, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს იმას, ვინ იქნება შეერთებული შტატების პრეზიდენტი. პირადად მე ფოსტის საშუალებით ორი კვირის წინ მივეცი ხმა,"- განაცხადა აშშ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ საქართველოში ნიკოლას მერლინელიმ.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე