კალიფორნიაში საარჩევნო უბანთან მომხდარი სროლისას 1 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 09:58 | 09.11.2016
ნანახია: 1449

კალიფორნიის შტატის ქალაქ აზუსში საარჩევნო უბანთან ახლოს სროლის ხმა ისმოდა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა, მათი მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარის გამო შტატის ხელისუფლებამ, საარჩევნო უბანი დახურა.

პოლიციამ მოსახლეობას  ქუჩაში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

თვითმხილველთა თქმით,  საარჩევნო უბანთან დაახლოებით 20- გასროლის ხმა გაისმა, შეიარაღებულმა მამაკაცმა ადგილიდან მიმალვა მოახერხა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა ის უბნიდან  რამდენიმე კილომტერის  დაშორებით გარდაცვლილი იპოვნეს. მან სავარაუდოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დანაშაულის მოტივი უცნობია.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე