აშშ-ის არჩევნებში ბოლო მონაცემებით ტრამპი ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 09:49 | 09.11.2016
ნანახია: 1429

შეერთებულ შტატებში შედეგები სწრაფად იცვლება. ბოლო მონაცემებით, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 244 ხმა აქვს, ხოლო ჰილარი კლინტონს - 215.

დონალდ ტრამპმა გადამწყვეტ შტატებში მოიგო. რესპუბლიკელ კანდიდატს მხარი ფლორიდამ, აიოვამ, ოჰაიომ და ჩრდილოეთ კაროლინამაც დაუჭირა. ამ დროისათვის მას 52 083 733 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს კი 50 943 523. შესაბამისად, ტრამპს 48,2 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, კლინტონს- 47,2. 

 მონაცემები საბოლოო არაა ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.

 

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე