გიორგი მარგველაშვილი: ეს იქნება გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა

საქართველო, თბილისი - 22:58 | 08.11.2016
ნანახია: 1996

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მთავრობაზე როგორც მოქმედზე, ასევე მომავალზე, პასუხისმგებელი არის პრემიერ-მინისტრი.

პრეზიდენტმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, სამთავრობო ცვლილებების შესახებ მას პრემიერისგან ინფორმაცია არ მიუღია

"ეს იქნება გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა, პასუხისმგებლობა მასზეა. ჩემი პირადი რწმენაა, რომ პრემიერს და მინისტრებს მე, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირებს, ისე ვეკონტაქტები, სხვა არ მაინტერესებს," - აცხადებს მარგველაშვილი. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე