პრეზიდენტი: მე და ივანიშვილს 3 წელია, არ გვქონია ურთიერთობა

საქართველო, თბილისი - 22:45 | 08.11.2016
ნანახია: 1856

"მე და ბიძინა ივანიშვილს 3 წელია, არ გვქონია ურთიერთობა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

"არ ვიცი, რა გეგმა აქვს მას, რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს. ივანიშვილი საუბრობს ჩემზე, მე  - არა. ასეთი შემთხვევა, რომ მის განცხადებაზე მე მეპასუხოს, არ ყოფილა. 

ის პოლიტიკური ველი, რაც საქართველოშია, მე არ ვფიქრობ, რომ პრობლემური უნდა იყოს ივანიშვილისთვის და მმართველი გუნდისთვის. პრეზიდენტის ინსტიტუტი დადებით როლს ასრულებს ქვეყანაში," - აცხადებს მარგველაშვილი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე