დაძაბულობა წინასაარჩევნო პერიოდში ორივე დიდ პარტიას აწყობდა - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 22:43 | 08.11.2016
ნანახია: 1421

არჩევნები ისედაც დაძაბული ფონია და, როცა ძებნილი ყოფილი პრეზიდენტი ჩამოდის იმ ქვეყანაში, სადაც მას ეძებენ, ეს ძაბავს საარჩევო ველს, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ფონი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში შეიქმნა, როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობდა. 

"საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილი აპირებს ჩამოსვლას. ეს ნიშნავდა იმას, რომ ვითარება ექსტრემალურ პირობებში გადავიდოდა. არჩევნები ისედაც დაძაბული ფონია და, როცა ძებნილი ყოფილი პრეზიდენტი ჩამოდის იმ ქვეყანაში, სადაც მას ეძებენ, ეს ძაბავს საარჩევო ველს. გვახსოვს სააკაშვილის განცხადებები უკრაინიდან ისეთ დონემდე ასული, რომ ჩვენ მოგვიხდა უკრაინის საელჩოს წარმომადგენლების მოწვევა და თქმა, რომ ჩარევა საარჩევნო პროცესში არის მიუღებელი.  ამ დროს პროცესები ორივე დიდი პოლიტიკური პარტიისთვის მომგებიანი იყო, ამომრჩევლის ნაწილი გაუცხოვდა ნაწილი კი დაიკარგა, მათ შორის ჩემი ხმაც დაიკარგა," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე