მიხეილ ჯანელიძე უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 21:44 | 08.11.2016
ნანახია: 1390

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს, დავით რაქვიაშვილს შეხვდა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.    

შეხვედრაზე განხილული იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების საბჭოს აპარატს შორის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე