ექსპერტებმა მოსულთან აღმოჩენილი მასობრივი სამარხის შესწავლა დაიწყეს

საქართველო, თბილისი - 14:49 | 08.11.2016
ნანახია: 1699

ერაყელი სპეციალისტები ქალაქ ჰამამ ელ-ალილში აღმოჩენილი მასობრივი სამარხის შესწავლას შეუდგნენ. ამის შესახებ სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესი” იტყობინება.

როგორც ცნობილია, ერაყის არმიამ ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან გათავისუფლებულ ქალაქში სოფლის მეურნეობის კოლეჯთან დამარხულ ას თავმოკევთილ ცხედარს მიაგნო.  

ამ დრომდე უცნობია, ვინ იყვნენ ანგარიშსწორების მსხვერპლნი, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა საერთო საფლავში ბავშვის სათამაშოც იპოვნა.

მოსულიდან 25 კმ-ში მდებარე ქალაქი ჰამამ ელ-ალილი მებრძოლებს 2015 წლიდან ჰქონდათ დაკავებული.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე