სანდრა რულოვსის ადგილს პარლამენტში გიორგი ღვინიაშვილი დაიკავებს

საქართველო, თბილისი - 09:54 | 08.11.2016
ნანახია: 1494

სანდრა რულოვსის ადგილს პარლამენტში პარტიული სიის 28-ე ნომერი დაიკავებს , რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო მანდატს რიგითობით გიორგი ღვინიაშვილი მიიღებს. სანდრა რულოვსმა დეპუტატის მანდატზე უარი განაცხადა. შესაბამისი განცხადებით "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა და დეპუტატობის შეჩერება მოითხოვა.

კანონის თანახმად სანდრა რულოვსისთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საკითხს ცესკო ვეღარ დაარეგულირებს, შესაბამისად მისი განხილვა პარლამენტში გადაინაცვლებს. 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე