ერაყის არმიამ მოსულის მისადგომებთან ერთი ქალაქი გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 15:39 | 07.11.2016
ნანახია: 1539

ერაყის არმიამ ”ისლამური სახელმწიფოს” მებძოლებისგან ქალაქი გაათავისუფლა. ქალაქი  მოსულიდან 25 კმ-ში მდებარეობს.

ერაყის არმიის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქის სრული გათავისუფლებისათვის ფედერალური პოლიციის ძალები მოსულის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიემართებიან.

ჰამამ ელ-ალილს, რომელიც მდინარე ტიგროსის სანაპიროზე მდებარეობს, ისლამისტები 2014 წლიდან აკონტროლებდნენ.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე