იტალიაში ტორნადოს 2 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:39 | 07.11.2016
ნანახია: 1529

ძლიერმა ტორნადომ იტალიის ლაციოს რეგიონს გადაუარა. დაიღუპა 2 , ხოლო დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთაგან ერთი ინდოეთის მოქალაქეა. ის რომიდან 30 კილომეტრში მდებარე, ქალაქ ლადისპოლში დაიღუპა, რომელიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა.

ქალაქში ძლიერმა ქარმა შენობები და ელექტორგადამცემი ხაზები დააზიანა. რამდენიმე საცხოვრებელ სახლს კი სახურავი გადახადა. დრპოებით შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა.

მეტეოროლოგიური სამსახურების მცნობით, იტალიაში ძლიერი შტორმი დღესაცაა მოსალოდნელი.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე