ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 15:10 | 04.11.2016
ნანახია: 1653

გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ პირველ მოადგილედ ნინო ლომჯარია წარადგინა. როგორც თორდიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნინო ლომჯარიას ცოდნა, გამოცდილება, რეპუტაცია არის პირდაპირ თანხვედრაში სახელმწიფო აუდიტის მიზნების და საქმიანობისთვის.

,,მისი ცოდნა, გამოცდილება, რეპუტაცია არის პირდაპირ თანხვედრაში სახელმწიფო აუდიტის მიზნების და საქმიანობისთვის. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიძინა პროფესიონალი კოლეგა. დიდი ხნის მანძილზე გვქონდა კონსულტაციები და მან მიიღო გადაწყვეტილება შეერთებოდა ჩვენს გუნდს”, - განაცხადა თორდიამ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე