ტრამპი: სხვა ქვეყნებში რეჟიმების დამხობას აღარ შევეცდებით

საქართველო, თბილისი - 12:03 | 04.11.2016
ნანახია: 1519

 

დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში სხვა სახელმწიფოების საქმეებში არ ჩაერევა. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ კაროლინელ ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის თქმით, შეერთებულმა შტატებმა სამხედრო ძალა სხვა ქვეყნებში მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს, თუ ამას ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება.

„ჩვენ არ შევეცდებით სხვა ქვეყნებში დემოკრატიის დამყარებას და რეჟიმების დამხობას. ამის ნაცვლად ტერორისტებთან ბრძოლით დავკავდებით,“-აღნიშნა ტრამპმა.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე