ალეპოში ”ჰუმანიტარული პაუზა” ამოქმედდა

საქართველო, თბილისი - 10:06 | 04.11.2016
ნანახია: 1487

რუსეთმა სირიის ქალაქ ალეპოში ისევ 10 საათით შეწყვიტა ცეცხლი, რაც ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება. რუსეთის თავდაცვის უწყება მეამბოხეებსაც მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ ცეცხლი ამ დროის განმავლობაში.

მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის კი ორი ჰუმანიტარული კორიდორი გაიხსნება, ერთი სირია-თურქეთის საზღვრის, მეორე კი - ქალაქ იდლიბის მიმართულებით.

ბოლო მონაცმეებით, გასულ კვირას ავიაიერიშებს ქალაქში 127 ადამიანი ემსხვერპლა.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე