ვეტერანი ხელბურთელი ამბერკი ტაბიძე საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს
საქართველო, თბილისი - 10:16 | 03.11.2016 ნანახია: 2330
საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, სპორტის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი და კიდევ უამრავი ტიტულის მფლობელი ყოფილი ხელბურთელი ამბერკი ტაბიძე ღია წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ მოგესალმებით, ბატონებო და ქალბატონებო! ამ წერილს გწერთ მე, ამბერკი ტაბიძე, ყოფილი ხელბურთელი, დაბადებული სამტრედიაში (27.12.1952), საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1977), სპორტის დამსახურებული მუშაკი (2009), ღირსების ორდენის კავალერი (27.12.2012), თბილისის "ბურევესტნიკისა" (1971-1990) და სსრკ-ს ნაკრების წევრი (1977-84), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში (1973-74), მსოფლიო თასის ოთხგზის მფლობელი (1977-84), სსრკ-ს თასის მფლობელი (1978), სსრკ-ს ჩემპიონატის სამგზის პრიზიორი და სხვა მრავალი ტურნირის თუ შეჯიბრების ბომბარდირი, პრიზიორი და გამარჯვებული.
1999 წლიდან „თბილგაზისა" და „ყაზტრანსგაზის" რიგითი თანამშრომელი რამდენჯერმე დავჯილდოვდი საუკეთესო მუშაკის სიგელით. სამსახური დავტოვე წელს ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო.
2015 წლის ნოემბერში დამისვეს გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის დიაგნოზი. ვინც ინფორმირებული არ ბრძანდებით, მინდა გაცნობოთ, რომ ეს უკურნებელი და პროგრესირებადი დაავადებაა და იწვევს ეტაპობრივად კუნთოვანი ქსოვილის ატროფიას მთელს ორგანიზმში. მისი დამარცხების საშუალება არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია გარკვეული დროით პროცესის შენელება და თავის გატანა სპეციალური ვარჯიშების, კვებისა და მედიკამენტების საშუალებით. რაც დრო გადის, უფრო და უფრო პროგრესირებს ეს ვერაგი დაავადება და ფაქტიურად უკვე მიმაჯაჭვა საწოლს.
საკუთარი სახსრებით, ახლობელ-მეგობრებისა და მერიის მწვრთნელთა დახმარების პროგრამით, სასტუმრო „CITADINES" ფინანსური მხარდაჭერით აქამდე ვახერხებდი თავის გატანას. მაგრამ, რაც დრო გადის, მდგომარეობა მიუარესდება და უფრო მეტი სხვადასხვა საშუალებაა საჭირო ჩემი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად (ეტლი, ფილტვების ვინტილაციის საშუალებები, პროფესიონალი ექთნის მომსახურება და ა.შ).
ამ დრომდე მედიკამენტების დაფინანსების თხოვნით მხოლოდ გამგეობისთვის მაქვს მიმართული. ჯერჯერობით უარი მითხრეს შესაბამისი ბიუჯეტის არქონის გამო. სხვა არავისთვის დახმარება არ მითხოვია და შესაბამისად არც მიმიღია, მაგრამ პირველი ჯგუფის ინვალიდობამ და გამოუვალმა მდგომარეობამ გადამაწყვეტინა ასე ღიად მომეწერა ყველა შესაბამისი უწყებისთვის, გულისხმიერი ადამიანებისთვის და, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის („ქართუსთვის"), რომელსაც აქვს სპორტსმენთა, ხელოვანთა და მეცნიერთა დახმარების ფონდი. თუ შესაძლებელია, იმ დარჩენილ დროში, რომელიც ღმერთს კიდევ აქვს ჩემთვის გამოყოფილი, იქნებ მოხერხდეს ჩემი და ჩემი მომვლელი მრავალსულიანი ოჯახის მხარდაჭერა და ფინანსური წახალისება.
რა თქმა უნდა, თქვენი კეთილი ნების გამოხატვის სურვილი მაქვს, არავის არაფერს ვავალდებულებ და ყველას წინასწარ ვუხდი მადლობას გულისხმიერებისა და ყურადღებისთვის, მხოლოდ წერილის წაკითხვისთვისაც კი. იმედს გამოვთქვამ, რომ კიდევ დიდხანს ვიქნები თქვენს გვერდით, საქართველოს და ჩვენი საზოგადოების სახელის სადიდებლად.
პატივისცემით, ამბერკი ტაბიძე 1.11.2016
მიმღების ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი"
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში: GE08TB7437545061100010
მიმღების სახელი: ამბერკი ტაბიძე (599 42 54 11)" – აღნიშნულია წერილში.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















