სოჭში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:11 | 02.11.2016
ნანახია: 1485

ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა სოჭში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. მცირე ზომის ვერტმფრენი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა. ვერტფრენი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ერთ-ერთ დამხმარე შენობას დაეცა. ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები. ბორტზე სულ 6 მგზავრი იმყოფებოდა. ადგილზე სამაშველო სამსახურების იყო მობილიზებული. ამ დროისთვის უცნობია ავარიის მიზეზები.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე