ვახტანგ ხმალაძემ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

საქართველო, თბილისი - 13:38 | 01.11.2016
ნანახია: 1340

ვახტანგ ხმალაძემ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა. მისი განმარტებით, პარტიიდან წასვლის მიზეზი აზრთა სხვადასხვაობა იყო.

„დავტოვე პარტია, მიზეზი გახდა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა. ამაზე არ ვაპირებ საუბარს. როგორ უნდა განვითარდეს პარტია შემდგომ, ამის თაობაზე მქონდა განსხვავებული შეხედულებები, რის გამოც ჩავთვალე, რომ სჯობს, წავიდე პარტიიდან. ძირითადად, ეს არის, თუმცა მთელ რიგ საკითხებზე ყოფილა განსხვავებული შეხედულებები. სამომავლო გეგმები, რაც ვიცი, ჯერ-ჯერობით შემიძლია, ერთი რამ ვთქვა, ჩემი პროფესიული საქმიანობით ვიქნები ძირითადად დაკავებული. დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

პარტია დავით უსუფაშვილის შემდეგ, თენგიზ შერგელაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ დატოვეს. პარტია დატოვა ასევე პაატა ზაქარეიშვილმა და სავარაუდოდ, ,,რესპუბლიკელებში“ არც თინა ხიდაშელი რჩება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე