”მის ავსტრია” ალპებში კლდეზე გადავარდნის შედეგად დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 13:46 | 21.10.2015
ნანახია: 2002

”მის ავსტრია-2013” ენა კადიჩი ავსტრიის ალპებში უფსკრულში 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

AFP -ის ინოფრმაციით, 26 წლის ენა კადიჩი მთის ბილიკებზე დილის ვარჯიშს ასრულებდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და უფსკრულში გადაიჩეხა. მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, მან შეძლო მობილური ტელეფონით ძმასთან დაკავშირება. რის შემდეგაც გონება დაკარგა. ის უგონო მდგომარეობაში ორმა სტუდენტმა დრახენფელსის კლდეზე იპოვა. გოგონა ვეტრმფრენით ინსბრუკის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას თავის, ფილტვებისა და ბარძაყის სეროიზული ტრავმები აღენიშნებოდა. გოგონას სხეულის დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და საღამოს კლინიკაში გარდაიცვალა.

ოფიციალური სტატისტიკით, 2015 წლის მაის-სექტემბერში ავსტრიის ალპებში 115 ადამიანი დაიღუპა, 2385 კი მძიმედ დაშავდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე